понедельник, 18 мая 2015 г.

რეფლექსია დღე 9

დავამთავრეთ პროექტზე მუშაობა. ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო. ტრენერი დათო ჯანიაშვილი ძალიან ყურადღებიანი იყო. დიდი მადლობა. 

вторник, 12 мая 2015 г.

რეფლექსია-7

დღეს განვიხილეთ ინკლუზიურ ბავშვებთან მუშაობის პრინციპები.ვიმუშავე პროექტის სასწავლო ციკლის ზუსტ აღწერაზე. ყურადრება მიექცა მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბებს და თანმიმდევრობას. მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა ჩართულობის აღწერა სწავლის პროცესის დაგეგმვაში

რეფლექსია-6

ტექნიკური მიზეზების გამო გუშინ ვერ მოვახერხე რეფლექსიის გამოქვეყნება.

воскресенье, 10 мая 2015 г.

რეფლექსია-5

დღეს ჩვენს პროექტში დაწვრილებით განვიხილეთ შეფასების რუბრიკა და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. განვიხილეთ მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგია პროექტის დაწყებამდე, პროექტის განმავლობაში, საბოლოო პროდუქტის მიღებისას.
 სხვადასხვა, ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით გავეცანით შეფასების რუბრიკებს.

воскресенье, 3 мая 2015 г.

რეფლექსია-4

დღეს უფრო გართულდა ჩვენი მუშაობა და უფრო საინტერესო გახდა.



პროექტის მეშვეობით მოსწავლე შეძლებს ისტ-ის გაკვეთილზე მიღებული ფრაგმენტული ცოდნა გააერთიანოს და გამოიმუშაოს  კომპიუტერთან მუშაობის, ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამუშავების და გამოყენების უნარ-ჩვევები. ჯგუფები დაგეგმავენ მარშრუტებს, სადაც გააერთიანებენ ტერიტორიულად ახლოს მოთავსებულ ისტორიულ ძეგლებს, ექსკურსიების მოსაწყობად.
მოსწავლეების მიერ შედგენილი კატალოგით სარგებლობა შეეძლებათ სკოლის სხვა მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების დასაგეგმად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ეს კიდევ უფრო გაზრდის ბავშვების აქტიურობას.

დავამუშავეთ შეკითხვები, რომლის მეშვეობითაც მათი აზროვნება დაიხვეწება, ცოდნა საფუძვლიანი გახდება